Sunday, May 27, 2007

Sleepytime Gorilla Museum - In Glorious Times 2007

Sleepytime Gorilla Museum - In Glorious Times 2007

სულ რაღაც 2 დღეში გამოვა ეს კარგა ხნის ნალოდინები დისკი.
ჩემი თხოვნიდან არ გასულა დიდი ხანი და კეთილშობილმა მითიური სერვერის მონაწილემ გვიწილადა ეს განძი. უკვე მეორედ ვუსმენ და ღირებულია. თუ მოგეწონებათ, აუცილებლად გაიქეცით უახლოეს მუსიკალურ მაღაზიაში და შეიძინეთ გორილას მუზეუმების ეს ახალი დისკი. ძველების არ ცოდნის/მოსმენის შემთხვევაში კი აუცილებლად პირველივე ალბომი Grand Opening and Closing . შემადგენლობას რაც შეეხება Nils Frykdahl (ჩემი განსაკუთრებული სიყვარული!) ვოკალი და გიტარა, რომელიც უფრო Faun Fables-დან გვეცნობა. ასევე წარსულში მონაწილეობდა სხვადასხვა ავანგარდულ/ექსპერიმენტულ პროექტებში, მათ შორის ყველაზე გამორჩეულად შეიძლება მივიჩნიოთ Idiot Flesh. ვიოლინო და ქალის ვოკალები Carla Kihlstedt, რომელიც სოლო კარიერასაც ეწევა და 1 დისკიც აქვს ჩაწერილი. კლასიკური განათლების მქონე მევიოლინე ქალბატონი, რომლის კონცერტებზეც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სულაც ვერ იფიქრებთ, თუ რა ოღრაში ქალბატონია ეს ჩვენი კარლა. დანარჩენი შემადგენლობა ცვალებადია ჯგუფისა. ესეც ძააალიან კარგი ვიდეო უკანასკნელი ალბომიდან
და თავად დისკის ტრეკლისტიც:
1. Companions
2. Helpless Corpses Enactment
3. Puppet Show
4. Formicary
5. Angel of Repose
6. Ossuary
7. Salt Crown
8. Only Dance
9. Greenless Wreath
10. Widening Eye
11. Putrid Refrain
Download
Part 1
Part 2
If you like the album, please buy the CD. This is very poor quality recording, only for introductory purposes.

2 comments:

Lasha Gabunia said...

რა კარგია ბლოგერობას რომ დაუბრუნდი.
დაგამატე ჩემთან ბმულებში. .)

პატარა შენიშვნა. გადმოსაქაჩი ბმულები არ ჩანს, იქნებ გაათეთრო (თუმცა შეიძლება არც გინდა რომ ჩანდეს).

ახლა რაც შეეხება მუსიკას. ვნახე კლიპი, მაგარია. ასეთ ვოკალს ვერანაირად ვერ ვუსმენ. :( ისე, იცი რას მაგონებს? ძველ Voi Vod-ს. .))))

Anonymous said...

Hello. This post is likeable, and your blog is very interesting, congratulations :-). I will add in my blogroll =). If possible gives a last there on my blog, it is about the Webcam, I hope you enjoy. The address is http://webcam-brasil.blogspot.com. A hug.