Thursday, August 28, 2008

ამინდის პროგნოზი

საინფორმაციო გამოშვების ბოლოს რომ ამინდის პროგნოზია და ბოლოს მიაყოლებენ ლონდონში ბლაბლაბლა, მელბურნში ბლაბლაბლა, ნიუ იორკში... ვითომ რაში მაინტერესებდა ახლა მე თბილისში სადღაც ავსტრალიაში მზე იყო თუ მოღრუბლულობა? ჰოდა, ბავშვობიდან ველოდები იმ დღეს, როცა აი, ბოლოს და ბოლოს სასტიკად დამჭირდება რომელიმე მაგ ქალაქის ხვალის ამინდის პროგნოზი. ამიტომაც დღეს საღამოს ველოდები ამინდის პროგნოზს!

Thursday, August 07, 2008

შავად მოხაზული მოგზაურობის გეგმა 29.08.2008 - 17.09.2008

მაშადამე დღეს უფრო დაწვრილებით და დალაგებულად შემეძლო ჩემს გეგმაზე მუშაობა, რადგანაც დილით გერმანიის საელჩოდან დასტური მივიღე შენგენის ვიზაზე (ვაივაივაივაივაივაი). ჩანასახში ეს უნდა ყოფილიყო 1 თვიანი ბექფექინგი (ქართულად როგორაა? ზურგჩანთებიანი მოგზაურობა თუ რაღაც) დასავლეთ ევროპაში მთლიანად სადღაც 15 ქვეყანაში (!). მერე გავაცნობიერე, რომ 30 დღეში 15 ქვეყანა OოOO იყო, თითო ქვეყანაში (განა ქალაქში) გამოდიოდა 2 დღე და ნახევარზე მეტი დრო მგზავრობაზე წავიდოდა. საბოლოოდ 15-დან 2(3) ქვეყანამდე ჩამოვჩოჩდი და 30 დღიდან 20-მდე (ეგ უკვე გამოცდების მახინჯურ დროს დანიშვნის გამოა ერთი მაქვს 27.08 და შემდეგი 21.09).
მოკლედ რუკაზე დაახლოებით ასე გამოიყურება