Thursday, July 24, 2008

პირველი სიმღერა

როგორც იქნა მოვრჩი ჩაწერას, 3 ღამე არ მძინებია. თითქმის 3 თვე გავიდა სანუკვარი საჩუქრის - ელექტრო გიტარის მიღების შემდეგ, სადღაც ერთი თვის წინ დავამუღამე ე.წ. ტრემოლო პიქინგი, რომელიც ბლექის დასაკრავად ძირითადი ტექნიკაა. ტრემფიქინგმა გზა მიხსნა ჩემი საყვარელი სიმღერების ტაბებისკენ და ავიშვი, სატირიკონის ბოლო ალბომიდან რამდენიმე ვეში 1 დღეში ”ვისწავლე”, თუმცა რიტმთან მაქვს სასტიკი პრობლემები. მეტრონომის ყიდვა მინდა, ოღონდ ჯერ არა, ჯერ საზაფხულო ვოიაჟი მოვითავო. ეს ვოიაჟი სად იქნება ჯერ კიდევ არ მაქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი, არა და დრო გადის და უკვე სადღაც 1 თვე რჩება გასვამდე, საით გასვლამდე - მაგას დავადგენ უახლოეს დღეებში. აქ ძირითადი ყოყმანი მიდის დასავლეთ ევროპასა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას შორის (ეკლეკტიზმ). იმედი მაქვს, შენგენის ვიზას არ მომცემენ და ”იძულებული გავხდები” კამბოჯას ან ვიეტნამისკენ ავიღო გეზი.

ოჰჰ, რაზე ვწერდი და სად მივედი?! ჰოდა დავამთავრე სიმღერა, მხოლოდ თავზარდამცემი ვოკალი მჭირდება ახლა დავადო და საბოლოოდ მორჩება. დრამზე ვიწვალე ბევრი, საერთოდ აზრზე არ ვარ მაგ ინსტრუმენტის და უამრავი რამ წავიკითხე ამ მოკლე დროში, რომ შემძლებოდა დრამის დადება, თორემ ცალხელა და ცალფეხა დრამერივით უკრავდა თავდაპირველ ვერსიაში ჩვენი ezdrummer-იც და addictive drums-იც. არც ახლაა ფროსტი და ინფერნო, მარა მაინც წავა. რიტმ გიტარამ დამტანჯა, რიტმის შეგრძნების გამომუშავება მჭირდება სასწრაფოდ! თავდაპირველად ჩაფიქრებული მქონდა, რომ ბლასთბითები და ჟჟჟჟ§ნნნ ები არ იქნებოდა, მაგრამ მაინც გამოეკვეხა და აღარ ამოვიღებ, იმიტომ რომ მომწონს ეგრე. აკუსტიკური პარტიებიდან დისთორშენიან პარტიებზე გადასვლა გლადკად როგორ გავაკეთო, არ ვიცი... იმედია, მაგასაც ვისწავლი. მოკლედ 3 დღიანი ნაცნობობის შედეგად უკვე მიყვარს ნუენდო!
ოჩოპინტრე ”ჯგუფის” (ჰაჰ სასაცილოდ ჟღერს ჯგუფი არა ისა...) და კუნძული სიმღერის სამუშაო სათაურია და სავარაუდოდ სიმღერას სხვა რამე ერქმევა, მას შემდეგ რაც გადაწყდება ტექსტზე თუ საერთოდ არ იქნება ლირიკა და მხოლოდ ”ბუბუბუ, ჯნჯნჯნჯ, გრრრრრრრ”ები იქნება, ან ქაჯების ეპიზოდი ვეფხისტყაოსნიდან (ბავშობიდან მინდოდა ”იპიიიიიიიიი, იპიიიიიიის დაზახება”)
http://rapidshare.com/files/132200028/Island.mp3