აჰ, უჟასნახ... ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ სხვებს (და მეც) მიეცეთ სტიმული, თუ ასეთი საზიზღრობიდან როგორ შედეგებამდე შეიძლება 'გაზრდა' (შედეგს ცოტა მოგვიანებით ). ჩემი პირველი ცდა გიტარის ყიდვიდან 1 კვირის თავზე.
Sleepytime Gorilla Museum - In Glorious Times 2007 სულ რაღაც 2 დღეში გამოვა ეს კარგა ხნის ნალოდინები დისკი. ჩემი თხოვნიდან არ გასულა დიდი ხანი და კეთილშობილმა მითიური სერვერის მონაწილემ გვიწილადა ეს განძი. უკვე მეორედ ვუსმენ და ღირებულია. თუ მოგეწონებათ, აუცილებლად გაიქეცით უახლოეს მუსიკალურ მაღაზიაში და შეიძინეთ გორილას მუზეუმების ეს ახალი დისკი. ძველების არ ცოდნის/მოსმენის შემთხვევაში კი აუცილებლად პირველივე ალბომი Grand Opening and Closing . შემადგენლობას რაც შეეხება Nils Frykdahl (ჩემი განსაკუთრებული სიყვარული!) ვოკალი და გიტარა, რომელიც უფრო Faun Fables-დან გვეცნობა. ასევე წარსულში მონაწილეობდა სხვადასხვა ავანგარდულ/ექსპერიმენტულ პროექტებში, მათ შორის ყველაზე გამორჩეულად შეიძლება მივიჩნიოთ Idiot Flesh. ვიოლინო და ქალის ვოკალები Carla Kihlstedt, რომელიც სოლო კარიერასაც ეწევა და 1 დისკიც აქვს ჩაწერილი. კლასიკური განათლების მქონე მევიოლინე ქალბატონი, რომლის კონცერტებზეც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სულაც ვერ იფიქრებთ, თუ რა ოღრაში ქალბატონია ეს ჩვენი კარლა. დანარჩენი შემადგენლობა ცვალებადია ჯგუფისა. ესეც ძააალიან კარგი ვიდეო უკანასკნელი ალბომიდან და თავად დისკის ტრეკლისტიც: 1. Companions 2. Helpless Corpses Enactment 3. Puppet Show 4. Formicary 5. Angel of Repose 6. Ossuary 7. Salt Crown 8. Only Dance 9. Greenless Wreath 10. Widening Eye 11. Putrid Refrain Download Part 1 Part 2 If you like the album, please buy the CD. This is very poor quality recording, only for introductory purposes.
რატომღაც აქაც მომინდა დადება... ტყუილად ხომ არ ვიწვალე-თქო და... ძალიან კარგი ვინმეა ეს ჩვენი ბერტი, Pentangle-ში ხომ იღვაწა და იღვაწა + ამას სოლო ალბომჩიკებიც აქვს. ეს კი ჩვენი უხილავი მეგობრის თხოვნით ავტვირთე და სხვასაც არ ავნებს (თუ არ არგებს) მისი გადმოწერა და არა მარტო გადმოწერა! არამედ მოსმენა და თანაც ჩაჯდომით მოსმენა. აი რომ ჩაუჯდები... მეორე, მესამე, მეოთხე... და თანდათან უფრო დიდ სიამოვნებას რომ იღებ... მაშ ასე: